Tuesday, June 9, 2015

Ambebi.ge - მეოთხე ლაივის შესახებ.

"X ფაქტორის" გუშინდელი ლაივ-კონცერტი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, აუტსაიდერებში ლინდა ადამია და ჯგუფი "ვანილა კეიჯი" მოხვდა, ჟიურიმ კი პროექტში ლინდა ადამია დატოვა. მაყურებლის რჩეული უკვე მესამედ, გიორგი ნაკაშიძე გახდა.

ლინდა მხარდამჭერების პასიურობით უკმაყოფილოა.
- საზიზღრობა და საშინელება იყო, დღეს რაც მოხდა, იმედია ეს აღარ განმეორდება. ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ ჩემი მეგობრებით, ახლობლებით, ასევე, მხარდამჭერებით. ისინი მეუბნებიან, რომ მგულშემატკვრობენ პროექტში და მირეკავენ, რაც ტყუილია. ეს არის შემეტენე ხალხი, ყოველ ორშაბათს ჩანს, ვინ მირეკავს და ვინ - არა. დიდი მადლობა ამ ხალხს. ჟიურის მადლობელი ვარ, მენტორები რომ არ ყოფილიყვნენ, ახლა სახლში ვიჯდებოდი და ვიტირებდი. ძალიან განვიცადე აუტსაიდერებში დგომა. წინაზეც ცოტა ხმა დამაკლდა აუტსაიდერებში მოხვედრას. მაყურებელი ყველაფერს კარგს წერს ჩემზე და ეს მოწონება მესიჯებში გამოხატონ. 

პროექტი ჯგუფმა "ვანილა კეიჯიმ" დატოვა, გოგონები მენტორების გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ. 
თეო (ვანილა კეიჯის ვოკალისტი): ამ პროექტისგან ყველაფერს უნდა ელოდო, მაგრამ ახლა თუ დავტოვებდი პროექტს, არ მეგონა. ძალიან უსამართლო იყო ჟიურის გადაწყვეტილება. სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი გვყავს და 
ასე ადრე არ უნდა დაგვეტოვებინა პროექტი. ლინდას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩვენ შეგვეძლო გაგვემრავალფეროვნებინა პროექტი და მათ ამის შანსი დაკარგეს. "ვანილა კეიჯი" "იქს ფაქტორით" არც დაწყებულა და არც მთავრდება. ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს. 

გუშინდელ ტურზე მაყურებლის წინაშე უჩვეულო ამპლუაში წარსდგა ჯგუფი "პულსი". ბიჭებმა მსმენელს ქართული სიმღერა შესთავაზეს და წინა ტურისგან განსხვავებით, აუტსაიდერებში არ მოხვდნენ.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

Wednesday, June 3, 2015

EXCLUSIVE- ლინდა ადამია და 1/4


EXCLUSIVE - ლინდა ადამია (Shape Of My Heart)



ლინდა ადამია - Shape Of My Heart
CityPromotion ∎ პრომო გოგონების სააგენტო-ს ივენთი03.04.2015
Posted by Linda Adamia Official on 2015 წლის 6 აპრილი, ორშაბათი

Tuesday, June 2, 2015

EXCLUSIVE - ლინდა ადამია და სალომე ტეტიაშვილი


ექსკლუზიურად ჩვენი გვერდის მომხმარებლებისთვის!
ლინდა ადამია, სალომე ტეტიაშვილი, ბესო როსტიაშვილი და 1/4.


მესამე ლაივ კონცერტი


1 ივნისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში X Factor-ის მესამე ლაივ კონცერტი გავიდა.
ლინდა ადამია მერვე ნომრით წარსდგა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე და ადელის ცნობილი სიმღერა "Rolling in the deep" შეასრულა.
მართალია, ჟიურიც და დარბაზში მყოფი მაყურებელიც ძალიან კმაყოფილი დარჩა ლინდას ნამღერით, მაგრამ ეს მაყურებლის ზარებზე არ აისახა.
ლინდამ სულ რამოდენიმე ხმით გაუსწრო აუცაიდერებს.

საბოლოოდ პროექტი რეზი ქარცივაძემ დატოვა ბიჭების კატეგორიიდან.

შემდეგი ლაივისთვის ხმის მიცემა უკვე დაწყებულია.
თუ გსურთ, რომ ლინდა არ აღმოჩნდეს აუცაიდერებში, დაურეკეთ ნებისმიერი ქსელიდან ნომერზე: 0 903 300 301

დათო გადაცემაში "ექიმები"


31 მაისს, გადაცემა "ექიმების" ერთ-ერთი სტუმარი იყო ლინდას მეუღლე დათო ყიასაშვილი.
მან ისაუბრა ტატუს შესახებ, რამდენად საზიანოა ის ჯანმრთელობისთვის და რამდენად დიდია რისკი, ტატუირების საშუალებით C ჰეპატიტის გავრცელლებისა.

გადაცემის სრულად სანახავად გადადით ბმულზე:
http://rustavi2.com/ka/video/6532?v=2


Sunday, May 31, 2015

ლინდა ადამია მამაზე, რომელიც წლების შემდეგ გამოჩნდა...

ლინდა ადამია ''X ფაქტორის'' 19 წლის კონკურსანტია. მისი მენტორი სოფო ნიჟარაძეა. ლინდა გამორჩეული მონაწილეა და პირველ კონცერტზე უკვე გამოჩნდა, რომ პროექტში გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატადაც მოიაზრება. ოთხი თვის ფეხმძიმეა, მაგრამ სცენაზე დგომა არ უჭირს, რადგან მობილიზებულია და გვერდით საყვარელი მეუღლე ჰყავს. 

- ფოთში დავიბადე, სექტემბერში, დედა იქ ისვენებდა, შვიდთვიანი ვარ (იღიმის). თბილისში გავიზარდე და სულ აქ ვცხოვრობ. ორი წლიდან ვმღერი, სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი. ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს, განსაკუთრებული წვლილი ბებიას მიუძღვის. სადაც კი რამე კონკურსის შესახებ გაიგებდა, ყველგან ჩემგან დამოუკიდებლად მიჰქონდა ანკეტა. ''X ფაქტორში'' მონაწილეობაც მან მთხოვა, თუ არ გახვალ, დამივიწყეო. 2009 წელს საბავშვო ''ევროვიზიის'' შიდა კონკურსშიც ვმონაწილეობდი. ჩემი სიმღერა ''მე მქვია ლინდა'' ორი წელი ძალიან პოპულარული იყო. შემდეგ გარეგნულად ძალიან შევიცვალე, წლებია, ტელევიზიითაც არ გამოვსულვარ და ხალხს დავავიწყდი. 

- ოჯახის შესახებ მოგვიყევი...- ჩემი მშობლები 17 წელია, რაც დაშორებულები არიან, უკვე 11 წელია, მყავს მამობილი. იდეალური ადამიანია, ძალიან განათლებული პიროვნება, ნებისმიერ თემაზე შემიძლია რჩევა ვკითხო, ასეთი ურთიერთობა დედასთანაც არ მაქვს.

- მამა...- პატარა ვიყავი, საზღვარგარეთ რომ წავიდა და წლების შემდეგ ჩამოვიდა. როდესაც ერთმანეთი ვნახეთ, არანაირი ემოცია არ მქონია, ვერასოდეს ვაპატიებ, ისეთ მომენტში გამოჩნდა, როდესაც სკოლაც დამთავრებული მქონდა და ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი. მთელი ეს წლები მამობილი მედგა მხარში. დედასა და მამობილს საერთო შვილი არ ჰყავთ, მაგრამ ჩემს მამობილს პირველი ოჯახიდან ორი შვილი ჰყავს და მათთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. 

- მამინაცვლის გვარზე გადასვლა ხომ არ გიფიქრია, ყოფილა ასეთი ისტორიებიც... მაგალითად, სალომე ქათამაძე გახდა მდივანი...- ამას ძალიან დიდი პატივისცემის ნიშნად აკეთებენ. ჩემი მამობილი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ჩემი გვარი მაქვს, რომლითაც სამშობიაროდან გამომიყვანეს. მყავს მამა, რომელთანაც არ მაქვს გადასარევი ურთიერთობა, მაგრამ ის მამაჩემია და მისი გვარი მაქვს. მამას მეორე ოჯახი არ შეუქმნია. 

- ახლა სცენაზე რომ გამოჩნდი, არ შეგეხმიანა?- კი და ამან ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია, წყობიდან გამოვედი და შეურაცხყოფაზე გადავედი, იმდენად მეწყინა. ერთი წლის წინ ჩამოვიდა და ვნახე, მერე ისევ დაიკარგა და წავიდა. როდესაც ჩამოვიდა, რამდენჯერმე დამირეკა და ვერ ვნახე, არ მეცალა. კონკურსზე გამოსვლის შემდეგ დამირეკა და ახლა მოუნდა ჩემი ნახვაც და ყველაფერი. ვუთხარი, რომ შანსი არ ჰქონდა. მე უკვე ჩემი ოჯახი მაქვს, სადაც გავიზარდე. 

- დედისერთობამ რა მოგცა?- ძალიან ეგოისტი ვარ (იცინის). გათხოვება რომ გადავწყვიტე, რაც უნდა ეთქვა ვინმეს, ცოლად მაინც მივყვებოდი. ოჯახმა პატივი სცა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც მთხოვეს დაფიქრება. ოჯახის შექმნას ხელი არაფერში შეუშლია, უბრალოდ, ბავშვის გაჩენას მაგისტრატურის დამთავრებამდე არ ვგეგმავდი, მაგრამ როდესაც გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, აბორტი აზრადაც არ მომსვლია.

- კონკურსამდე გაიგე, რომ ბავშვს ელოდებოდი?- არა, ანკეტა რომ შევავსე, არაფერი ვიცოდი. პირველ კასტინგამდე ცოტა ხნით ადრე გავიგე, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. მაკრიტიკებდნენ, ამ დროს ნერვიულობა არ შეიძლებაო, მაგრამ კარგი ფეხმძიმობა მაქვს და არანაირი პრობლემა არ არის, თან, არც ვნერვიულობ, უბრა-ლოდ, სცენაზე დგომისას ადრენალინი მაწვება. უკვე ოცი კილო მოვიმატე, ჩემი იდეალური წონა 60 კილოგრამია და იმედი მაქვს, გაჩენის შემდეგ წონაში ადვილად დავიკლებ.

- მენტორით რამდენად კმაყოფილი ხარ?- ძალიან, ამას სოფოსგან ვერ წარმოვიდგენდი. იმდენად ახლოსაა ჩვენთან და დაგვიმეგობრდა, რომ მენტორად ვეღარ აღვიქვამ. მასთან რეპეტიცია ჩემთვის მასტერკლასია. მეუღლე ძალიან ნერვიულობს, მაგრამ პირველ კონცერტზე არ უნერვიულია, მითხრა, რომ ჩემში ძალიან დარწმუნებული იყო. ბავშვი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, მობილიზებული ვარ, ახლა რომ მოვიგო პროექტი, ჩემს შვილს ექნება სახლი და ქირით აღარ ვიცხოვრებთ. ცოტა ხანს მეუღლის მშობლებთან ვცხოვრობდით და მერე ქირით გადავწყვიტეთ გადასვლა.

- მეუღლე რას საქმიანობს?- ტატუს სპეციალისტია. თავიდან სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით, მასთან ტატუს გასაკეთებლად რომ მივედი, ყველაფერი დამავიწყდა და ჩვენი ურთიერთობა სხვა კუთხით წავიდა. 

- ყველაზე მეტად ვის აზრზე ნერვიულობ სცენაზე გამოსვლის შემდეგ?- მეუღლისა და მენტორის შემდეგ მამობილის, მამუკას აზრი მაინტერესებს. ყველაფერში მეხმარება, ხელს მიწყობს და თითქმის ყველა სიმღერის შერჩევაში, რაც შევასრულე, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის. სცენაზე მოძრაობა, კამერასთან მუშაობა, ყველაფერს მასწავლის. არიან მამები, რომლებსაც არ შეუძლიათ იმდენი რამის გაკეთება, რასაც ის მიკეთებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედამ ეს ნაბიჯი გადადგა და 11 წლის წინ მას ცოლად გაჰყვა. ბედნიერები არიან და მასთან ყოველთვის დაცული იქნება. 

- ლინდა, იმისთვის თუ ხარ მზად, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი შეიძლება, საქართველოს პირობებში ისე ვერ აეწყოს შენი კარიერა.- ეგ უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. სახლში ფეხი ფეხზე გადადებული არ დავჯდები და არ დაველოდები, რომ ვარსკვლავი დამეცემა. არ ვარ ის ადამიანი, რომ ერთი ადგილი ვტკეპნო, ვერ ვისვენებ, სულ სიახლეს ვეძებ. 

ნინო გიგიშვილი 
ჟურნალი ''რეიტინგი''

წყარო: http://www.reitingi.ge/ise/4784-linda-adamia-mamaze-romelic-tslebis-shemdeg-gamochnda.html?lang=ka-GE

იხილეთ მეტი: https://www.facebook.com/LindaAdamiaOfficial